суббота, 14 ноября 2009 г.


1.პროექტის სახელი: ჩემი სკოლა

2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეენი მიმოიხილავენ სკოლის გეოგრაფიულ მდებარეობას.გაეცნობიან მის ისტორიას დაარსებიდან დღემდე.

3.პროექიტის სრული აღწერა:
მოსწავლეები შეისწავლიან ქუჩის ისტორიას,რომელზედაც მდებარეობს 2-ე საჯარო სკოლა.(მეუნარგიას 28)შეკრებენ მასალებს და გაგვაცნობენ, როდის მიენიჭა ქუჩას ეს სახელი.(შეიძლება იმსჯელონ ქუჩის სახელის შეცვლაზეც).შეადგენენ საკუთარი სკოლის მატიანეს.ესაუბრებიან სკოლის დირექტორს,მასწავლებლებს,კრებენ ინფორმაციას,როდის დაარსდა სკოლა,ჰყავს თუ არა სკოლას კურსდამთავრებული ცნობილი პიროვნება.რადგან სკოლაში არის ორი სექტორი,რესული და ქართული,გაარკვევენ რომელი სექტორი დაარსდს პირველად,როდის გაიხსნა მეორე სექტორი,რომელ წელს იყო თითოეული სექტორის პირველი გამოშვება ,რამდენი დირექტორი ჰყავდა,ვინ არის დღეს მისი დირექტორი.

4.ასაკი:
17-18წ(11-12 კლასები)

5.ვადები/ხანგრძლივობა:2009წ.7 დეკემბერი-2010წ.3 მაისი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე,მსჯელობა-ანალიზი,შედარება და დასკვნების გამოტანა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები წერენ დღიურებს,ამზადებენ ბუკლეტებს,იღებენ სურათებს,აკეთებენ სკოლის არქივს,ქმნიან ფოტო დღიურს,რომელშიც შეიძლება შეიტანონ სურათები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით,სკოლის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა,პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების.

8.სარგებელი სხვებისათვის:
უკეთ გაიცნობენ თბილისის 2-ე საჯარო სკოლას.

9..სამუშაო ენა:ქართული,რუსული.

10..მონაწილეები სხვა სკოლებიდან:4 საჯარო სკოლა

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა-გაიღრმავებენ ცოდნას(ინტერვუს აღება,მასალის მოძიება).
გეოგრაფია-გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენა.
ისტორია-ისტორიული მასალის მოძიება.
ინფორმატიკა-დაეხმარებათ ვებ ვერსიის შედგენაში.

12.პროექტის ფასილიტატორი:თინათინ ხეჩიკოვა

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
tinatinkhechikova@gmail.com

14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://tiniko-tinatin.blogspot.com/